"არიგებდა, ირიგებდა" - პაატა ბურჭულაძე 50-მდე ბინის მესაკუთრეა

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში საჯარო რეესტრიდან ამონაწერებს ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძე 50-მდე ბინის მესაკუთრეა.

ბონდო მძინარაშვილი დოკომენტებს შემდეგი სახელწოდებით აქვეყნებს - "არიგებდა, ირიგებდა, ირიგებდა"

დოკუმენტებში, მესაკუთრის განყოფილებაში, ყველგან პაატა ბურჭულაძის სახელი წერია.

გთავაზობთ საჯარო რეესტრის ამონაწერის ამსახველ რამდენიმე ფოტოს.