ქეთევან ჯოხაძემ მუხიანის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს 1 ივნისი მიულოცა

ქეთევან ჯოხაძემ მუხიანის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს 1 ივნისი მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულის გლდანის რაიონის  მაჟორიტარმა წევრმა ქეთევან ჯოხაძემ ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

საკრებულოს წევრი მუხიანში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს პირადად ეწვია და ბავშვებს  ტკბილეული და სათამაშოები გადასცა საჩუქრად.

დღესვე ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით, მუხიანში მდებარე ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის გასართობი ღონისძიებები მოეწყო, რომლის ფარგლებშიც  ანიმატორები და ჯამბაზები ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ართობდნენ.