ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისო და საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნა. კუმისის #34-ში მდებარე ახლად აშენებულ სკვერში პატარა სტუმრებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად სკვერის კედლები მოხატეს. კუმისის სკვერში ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორები, ჯამბაზები და სახის მომხატველები ზრუნავდნენ.
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა - N26 საჯარო სკოლის წინ ზურაბ ჩიკვილაძემ და რიმა ბერაძემ თანამშრომლებთან და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი „ზებრა“ გადასასვლელი მოხატეს.
„ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ჩვენ შევეცადეთ, რომ 1 ივნისი განსხვავებული და სახალისო გაგვეხადა ჩვენი პატარებისთვის. სწორედ მათთან ერთად ჩვენ რამდენიმე სახალისო ღონისძიება ჩავატარეთ, მოვხატეთ ზებრა გადასასვლელი, გავაფერადეთ კედელი სკვერში და იმედია, ეს მხიარული დღე მათ დიდხანს ემახსოვრებათ,“ - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.