ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1 ივნისს თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის ინიციატივით რუსთაველის მეტროში გაიმართა გამოფენა, სადაც ბავშვებმა ტრანსპორტის თემასთან დაკავშირებული ნამუშევრები გამოფინეს. გამოფენას ესტუმრნენ სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციის წევრები და ბავშვებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.