იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტი ჩავარდა. პროექტს პარლამენტის 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი (7 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა), 2 კი კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა.

როგორც ”გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, საკითხი მხარდაჭერილი იქნებოდა, კომიტეტის სხდომას რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დასწრებოდნენ.

კუბლაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის სესიაზე პარტიები ”სრულ მობილიზაციას გამოაცხადებენ”.