პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თეოდ ჯაფარიძე რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე სტატიას აქვეყნებს.
აქ და ახლა სტრატეგიულად მნიშნელოვანი პროცესები ხდება, სადაც საქართველო მთავარ როლს თუ არ შეასრულებს, მინიმუმ აქტიურად მაინც უნდა იყოს ჩართული. საქართველოს და მის პარტნიორებს ამ ისტორიულ მომენტში განსაკუთრებით სჭირდებათ ერთმანეთი. ნატო-ში შეშფოთებულები არიან შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებით, საუბრობენ კოორდინაციის გაძლიერებაზე, განიხილავენ შავი ზღვის ფლოტის შექმნას საქართველოს და უკრაინის ჩართულობით.
ვარშავის სამიტამდე ბევრი სვამს კითხვას - რატომ აირჩია საქართველომ ნატო და თანმიმდევრულად მოძრაობს არჩეულ გზაზე და თუ არსებობს ალტერნატივა? შეიძლება თუ არა, არჩეული იქნას ნეიტრალიტეტი?
მიზანშეწონილია ამ კონტექსტში აღინიშნოს, როდესაც საქართველომ სულ ახლახანს აღნიშნა დამოუკიდებლობის 25 წლისთავი, ჩვენი ურთიერთობა დაიწყო 1994 წელს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამით. პირველად ალიანსში გაწევრიანების სურვილი მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 1997 წელს განაცხადა „2005 წელს საქართველო ნატო-ს კარს მიუკაკუნებს“.
დაიწყო საქართველოს მოსახლეობის ისტორიული მისწრაფებების რეალიზაცია, გაიზარდა თაობების სურვილი პროგრესისკენ, დასავლური ცივილიზაციის, დემოკრატიული იდეალებისა და ღირებულებებისკენ.
ყოველივე ამის შემდეგ, ნატო ჩვენთვის - არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, ეს არის დემოკრატიული ერების პოლიტიკური კლუბი. ინტეგრაციის პროცესი უსასრულოდ სასარგებლოა ქვეყნისთვის, რომელსაც ყველაზე მაღალი სტანდარტით სურს რეფორმირება და მოდერნიზება, გახდეს ინსტიტუციური დემოკრატი.
და აი თანდათან, რომანტიზმის პერიოდიდან საქართველოკონკრეტულ შედეგებამდე მივიდა. ქართველი სამხედროები გმირულად იბრძვიან ნატო-ს ყველაზე სახიფათო მისიებში. მთელი დასავლეთ სამყარო გვაღიარებს ღირსეულ, თანასწორ პარტნიორად. ნატო-ს წევრი ქვეყნები თავდაცვინუნარიანობის გაძლიერებაში გვეხმარებიან.
საფრანგეთის მაგალითი, რომელმაც ჩვენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები მოგვაწოდა, სამაგალითოა. როცა საუბრობენ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ევროსკეპტიკოსებზე, საფრანგეთსაც გულისმობენ.
თუმცა, 2012 წლის შემდეგ საქართველოს მტკიცე და სამშვიდობო პოლიტიკამ უფლება მისცა ჩვენს ქვეყანას, მნიშვნელოვანი პრეფერენციები მიეღო იმ სახელმწიფოებისგანაც, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ჩვენთან თანამშრომლობისგან ფრთხილობდნენ.
და არის თუ არა ალტერნატივა? რას გვთავაზობს ჩვენ სხვა „მოთამაშე“ - რუსეთი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს? ფორმულას - „თუ ჩემთან არ ხარ, ჩემს წინააღმდეგ ხარ“.
და რა არის ამ პარადიგმაში? კონფლიქტის დარეგულირება? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? არა, და კიდევ ერთხელ არა! კრემლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, სრულ დისონანსშია ჩვენი ხალხის არჩევანთან.
ამასთან, დღეს, როცა საუბარია ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის პრინციპებზე, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორებს, კარგად გვესმის, რომ თვით ალიანში არ არის რუსეთთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია. ასე რომ, საქართველოს ნატო-ს მომავალი წევრობის საკითხი ამ დისკურსშიც უნდა განვიხილოთ, თანამედროვე ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტში და არა როგორც თანამშრომლობის დილემა - ან ნატო-სთან, ან რუსეთთან.
ნატო-სთან ჩვენ ფასეულობათა თანხვედრა გვაქვს, მაგრამ ასევე გვესმის, რომ რიგი ევროპული ქვეყნები მჭიდროდ არიან რუსეთტან დაკავშირებულნი ისტორიულად, ეკონომიკურად, სავაჭრო ურთიერთობებით. ეს ყველაფერი ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე აისახება.
საქართველო რეალური პოლიტიკის მომხრეა და სწორედ ამიტომ აწარმოებს რუსეთთან მოლაპარაკებებს. ეს კონტაქტები მხარდაჭერილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ამასთან, არასდროს და არსად გადაგვიკვეთავს „წითელი ხაზი“ - ჩვენ თავად ავარჩიოთ ჩვენი განვითარების ვექტორი. არადროს შევწირავთ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს.
საქართველოში ასეთი საუბრებიც ისმის: „რად გვინდა ნატო, მაინც არ მიგვიღებენ“. პირველ რიგში, დადგება ისტორიული პერსპექტივის მომენტი და საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-ში. ღია კარის პოლიტიკა რეგულარულად პოულობს მხარდაჭერას. მეორეც, როგორც უკვე აღვნიშნე თვითონ პროცესი საქართველოში უმაღლესი სტანდარტების შემოტანა, ატარებს რეალურად საბედისწერო მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს უნიკალური შესაძლებლობაა ზრდისა და განვითარებისთვის და ჩვენ ეს ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ.
რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ცნობილია, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ სამეზობლო პირობებში, კონსენსუსს დიდი სახელმწიფოების მხრიდან, არ გამოიყენონ პოატარა სახელმწიფო ვინმეს წინააღმდეგ.
არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე აშშ, ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, ირანი, რუსეთი ან თურქეთი, არსებულ პოლიტიკურ პირობებში ასეთი შეთანხმების მიღწევას შეძლებს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს შეგნებული არჩევანი აქვს. ამასთან, ნატო-ს წევრობის გზა და თვით წევრობა, არ ნიშნავს შიდა პოლიტიკური, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მოგვარებას. ეს არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ იმისთვის, რომ მეგობრების და პარტნიორების მხარდაჭერით საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჭირო და სასარგებლო ქვეყანა, ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო გავხდეთ.
ზემოთ თქმულს თუ შევაჯამებთ, ნატო (და შესაბამისად ევროკავშირიც) ჩვენთვის ეს განვითარების მოდელია. ვინაიდან რუსეთის ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ქვეყნების მიერ არჩეული განვითარების გზებს შორის განსხვავების კვინსესტენციად იქცა. ჩვენ ხარისხიანი დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ფასეულობათა სკალა გვსურს. ჩვენ გვინდა თანამშრომლობის რეგიონული ხიდი გავხდეთ. ეს რეფორმების რთული გზაა და მისი ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანაა საჭიროა. და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენ - საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავაკეთოთ. ნატოს, ევროკავშირს, აშშს ამ საქმეში მხოლოდ დახმარება შეუძლიათ, არავინ ჩვენს საქმეს ჩვენს მაგივრად არ გააკეთებს.