დიდი ამბით ვემზადებით ჩვენს მიერ მიღებული “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე სხვა გადაწყვეტილების მისაღებად

დიდი ამბით ვემზადებით ჩვენს მიერ მიღებული “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე სხვა გადაწყვეტილების მისაღებად

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ის დღეს ბიუროს წარედგინა და განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა. სასესიო განხილვა მიმდინარე კვირას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში იგეგმება.

ბიუროს სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებული პროცედურები განმარტა.

“დიდი ამბით ვემზადებით ჩვენს მიერ მიღებული “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე სხვა გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან ვიღაცამ დაგვარწმუნა,“სწორი არ იყო ის, რაც მიიღეთო“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტრის რიგგარეშე სხდომის გამართვა 3-4 ივნისს იგეგმება, რომლის დანიშვის თხოვნით პარლამენტი პრეზიდენტს მიმართავს.