„გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
„ჯერ არ გავცნობივარ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ტექსტს ბოლომდე, ამიტომ გამიჭირდება ვთქვა, რამდენად ასახა პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება ვეტოში. თუ ეს შენიშვნები არის ასახული, მნიშვნელოვანი იქნება, რომ შენიშვნები გაიზიაროს. რაც შეეხება მოლაპარაკებას, პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ კონსულტაციები და შეთანხმება იყო. ასევე გაიმართა კონსულტაციები უმრავლესობასთანაც, ეს მოსალოდნელიც იყო და ვფიქრობ, რაღაც კომპრომისული ვარიანტი იქნა მიღებული. ვეტოს დაძლევაში ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.