ირანი და რუსეთი ელექტროენერგიის ტრანსპორტირებაზე ფინალურ მოლაპარაკებებს მართავენ, ტრანზიტი საქართველოს გავლით განხორციელდება.
ამის შესახებ ირანის ელექტროენერგიის სამეწარმეო კავშირის წარმომადგენელმა პაიამ ბაგირიმ აზერბაიჯანულ გამოცემა APA-ს განუცხადა.
„ირანსა და რუსეთს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომლის მიხედვით, ზაფხულის პერიოდში რუსეთი ელექტროენერგიას ირანს მიაწვდის, ზამთრის პერიოდში კი პირიქით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ტრანსპორტირების გზებია. საუბარია ორ მარშრუტზე: ირანი-სომხეთი-საქართველო-რუსეთი და ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-რუსეთი. აზერბაიჯანსა და ირანს შორის არსებული თანამშრომლობის პერსპექტივებიდან გამომდინარე, ტრანზიტი აზერბაიჯანის გავლით განხორციელდება და არა სომხეთის“, - განაცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა.