დიდი ალბათობით, ვეტოს დავეთანხმებით და მის დაძლევაზე არ ვიზრუნებთ

დიდი ალბათობით, ვეტოს დავეთანხმებით და მის დაძლევაზე არ ვიზრუნებთ

დიდი ალბათობით, ვეტოს დავეთანხმებით და მის დაძლევაზე არ ვიზრუნებთ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის დიდი დამსახურებაა, რომ მოხდა შეთანხმება ძირითად საკითხებზე, რაზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა.

„დიდი ალბათობით, ვეტოს დავეთანხმებით და მის დაძლევაზე არ ვიზრუნებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის არის შეთანხმება, ეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის კარგი და ასევე წაადგება საქმეს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს გუშინ ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს.