euroline.ge ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარების ამსახველ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს

euroline.ge ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარების ამსახველ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს

euroline.ge-მ ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა.

მორიგი ვიდეოსერია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის სფეროში გაწეულ დახმარებას შეეხება.

ვიდეორგოლის მიხედვით, ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლად მცხოვრები 500 000-ზე მეტი მოქალაქე საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურებით სარგებლობს.

33 საზოგადოებრივი ცენტრი მომხმარებელს საჯარო და საბანკო სერვისებს, უფასო ინტერნეტსა და ბიბლიოთეკას სთავაზობს.

”სასოფლო სამეურნეო მომსახურების ქსელის შექმნისა და ფერმერული ორგანიზაციების პოტენციალის გაზრდის გზით, ENPARD-ის მხარდაჭერის მეშვეობით, საქართველოს ყველა რაიონში საკონსულტაციო სამსახურები დაარსდა, სადაც დაახლოებით 350 ექპერტი მუშაობს; ისინი ფერმერებს გაუმჯობესებული სასაოფლო-სამეურნეო პრაქტიკის თაობაზე კონსულტაციებს უწევენ”, - წერს euroline.ge, რომელიც ვიდეორგოლს მის ვებ-გვერდზე აქვეყნებს (http://www.euroline.ge/?p=6998).

პორტალმა euroline.ge-მ ევროკავშირთან თანაშრომლობის ფარგლებში მომზადებული ვიდეოსერიების გამოქვეყნება ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ვიდეორგოლები მოიცავს ინფორმაციებს იმ აქტივობების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.