სერჟ სარგსიანი - ევროკავშირმა მიგრანტების კრიზისი ერდოღანისგან დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროს

სერჟ სარგსიანი - ევროკავშირმა მიგრანტების კრიზისი ერდოღანისგან დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროს

სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის განცხადებით, ევროკავშირი არ უნდა ენდობოდეს ერდოღანს ბრმად და მიგრანტების კრიზისის გადაჭრისთვის დამოუკიდებელი გზები უნდა გამოძებნოს.

როგორც euroline.ge წერს, სარგსიანს მიაჩნია, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული შეთანხმების გრძელვადიან პერსპექტივაში შესრულება ისეთ პარტნიორთან, როგორიცაა თურქეთი, ძალიან ძნელი იქნება.

”ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, უნდა ენდობოდეს თუ არა ევროკავშირი ერდოღანს, სარგსიანმა აღნიშნა, რომ არ აპირებს ევროკავშირის მაგივრად ისაუბროს, თუმცა საკუთარი გამოცდილებით სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერდოღანს სომხეთი არ ენდობა”, - წერს სააგენტო.