ირაკლი ალასანია - ეს ხელისუფლება იმეორებს იგივე შეცდომებს, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება

ირაკლი ალასანია - ეს ხელისუფლება იმეორებს იგივე შეცდომებს, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება

ეს ხელისუფლება იმეორებს იგივე შეცდომებს, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ”რუსთავი 2”-ს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. 

”ეს ხელისუფლება იმეორებს იგივე შეცდომებს, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება. სასამართლოში პროცესის ასეთი მიმართულებით წაყვანით ცდილობს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მედია ჩამოაშოროს ხალხს. ეს წარუმატებლობით დასრულდება ივანიშვილისთვის და ხელისუფლებისთვის. ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს საქართველო და ქართული საზოგადოება ამ კუთხით, ეს არის მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის. „თავისუფალი დემოკრატები’’ მთლიანად ამაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ ივანიშვილის“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.