ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ფოთში კულტურისა და დასვენების პარკში დღეს გაიხსნა. ახალ საინფორმაციო ცენტრში მისულ მოგზაურებს სამეგრელოში არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან და კონკრეტული ტურების დაგეგმვაში დაეხმარებიან.
საქართველოს მასშტაბით, რიგით მე- 18 საინფორმაციო ცენტრის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ფოთის მერიის ორგანიზებით მოხდა, საინფორმაციო ცენტრი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ გახსნეს, რის შემდეგაც ისინი მალთაყვის რეკრეაციულ ზონას ესტუმრნენ, სადაც მშენებარე ბულვარი დაათვალიერეს.
აღსანიშნავია რომ სამეგრელოში, აქტიურად მიმდინარეობს ცენტრალური საავტომობილო გზატკეცილიდან ზღვის ნაპირთან მიმავალი გზის მშენებლობა, რომლის სიგრძე 2,70 მეტრია. სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.