დუნდუა - ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, კვირიკაშილის მთავრობამ კარგად იმუშავა

დუნდუა - ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, კვირიკაშილის მთავრობამ კარგად იმუშავა

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტმა, მიხეილ დუნდუამ ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური მოვლენები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, კვირიკაშილის მთავრობამ კარგად იმუშავა.

მისი თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერის მიდგომებმა, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას გულისხმობს, შედეგი გამოიღო. 

ექსპერტის შეფასებით, "რეგიონალური გლობალური შოკი, რომელიც მთელმა მსოფლიომ მიიღო საქართველომ ყველაზე ადვილად გადაიტანა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ. 

ამასთან, "ის ფაქტი, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი რეექსპორტის გარეშე გაზრდილია წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მიუთითებს იმას, რომ ყინული დაიძრა, ჩვენ უკვე ეკონომიკის გამოცოცხლებას ველოდებით". 

"აპრილში დაფიქსირებული 4%-ზე მაღალი მაჩვენებელი სწორად იმას მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო ზრდადია და შესაბამისად, წლის ბოლოს უკეთესი მაჩვენებლით დავასრულებთ. ამას ემატება EBRD-ის განცხადებაც, რომელიც აპირებს, საქართველოში 400 მილიარდი ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას. ასევე, ის პროექტები და მემორანდუმები, რომელიც გაფორმებულია. ამ მიმართულებით, კვირიკაშილის მთავრობამ კარგად იმუშავა". 

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშივილის განცხადებას, რომლის თანახმად, წლიური ზრდა, სავარაუდოდ, 3%-ზე მეტი იქნება, დონდუა აცხადებს, რომ იმ პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაშია, შასაძლოა, წლიური ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტიც იყოს.

"ის ტრენდი, რომელიც შეიქმნა ბუნებრივია, ამ პოზიტიური დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. შესაძლოა, უფრო მაღალი პროცენტიც დაფიქსირდეს. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ტურიზმის სექტორი, სამშენებლო მასალების წარმოება, სასტუმროების და რესტორნების სექტორი, მშენებლობა და საკვები პროდუქტების და სასმელების წარმოების მაჩვენებელი, საბოლოო ჯამში, ეს ეკონომიკის გამოცოცხლებისკენ მიუთითებს და აჩვენებს, რომ რეგიონთან შედარებით ჩვენ ტრენდი გვაქვს და უკეთესად გავუმკლავდით იმ საგარეო შოკს, რომელიც მთელ რეგიონში, სამწუხაროდ, დაფიქსირდა“. 

 

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა. მინისტრი ასევე, ვარაუდობს, რომ წლიური ზრდა, სავარაუდოდ, 3%-ზე მეტი იქნება.