საკონსტიტიციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის პოზიცია ცნობილი 15:00 საათზე გახდება

საკონსტიტიციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის პოზიცია ცნობილი 15:00 საათზე გახდება

დაადებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეტოს ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს, დღეს გახდება ცნობილი. 
აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი გადაწყვეტილებას 15:00 საათზე დანიშნულ პრესკონფერენციაზე გააჟღერებს.
”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა 14 მაისს მიიღო, 20 მაისს კი კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. ქვეყნის პირველ პირს პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღიანი ვადა ჰქონდა.
ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიმართ შენიშვნები აქვთ, რის გამოც პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებას ურჩევენ. ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ გარკვეულ ცვლილებას არ იწონებს არც ვენეციის კომისია.