კახა კუკავა - უფასო სარეკლამო დრო ეხება მხოლოდ „ქართული ოცნების“ სუბიექტებს, სარეკლამო დროც მაგათია, კარგი ცხოვრებაც და ყველაფერი

კახა კუკავა - უფასო სარეკლამო დრო ეხება მხოლოდ „ქართული ოცნების“ სუბიექტებს, სარეკლამო დროც მაგათია, კარგი ცხოვრებაც და ყველაფერი

უფასო სარეკლამო დრო ეხება მხოლოდ „ქართული ოცნების“ სუბიექტებს, სარეკლამო დროც მაგათია, კარგი ცხოვრებაც და ყველაფერი, - ასე ეხმაურება არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი კახა კუკავა უფასო სარეკლამო დროის გადანაწილების წესის ცვლილებას, რომელსაც დღეს პარლამენტში განიხილავენ. 
გაერთიანებული კომიტეტების სხდომას ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებიან. 
„უფასო სარეკლამო დრო არ ეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას. ეს ეხება მხოლოდ „ქართული ოცნების“ სიბიექტებს, სარეკლამო დროც მაგათია, კარგი ცხოვრებაც მაგათია და ყველაფერი თავის თავზე აქვთ მორგებული. ერთ ბლოკში როცა იყვნენ, მაშინ მათ ეკუთვნოდათ დრო, ახლა გაიშალნენ და ცალ-ცალკე ეკუთვნით უფასო სარეკლამო დრო, ხვალ რომ ისევ დაბლოკდნენ, ისევ მოირგებენ საარჩევნო კოდექსს. ურცხვობის ზეიმია და მეტი არაფერი“, - განაცხადა კახა კუკავამ.