გიორგი ალიბეგაშვილმა ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ერთად ბრატისლავას სახელობის სკვერი გახსნა

გიორგი ალიბეგაშვილმა ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ერთად ბრატისლავას სახელობის სკვერი გახსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმათბილისის მერთან დავით ნარმანიასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ანდრეი კისკასთან ერთად ბრატისლავას სახელობის სკვერი გახსნა.

სკვერისთვის ბრატისლავას სახელის მინიჭების თხოვნით საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს ლია ჯახველაძეს  საქართველოში სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ მიმართა.

საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან წინასწარი კონსულტაციების  საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირისა და აკ. ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ უსახელო სკვერს ბრატისლავას სახელი მიანიჭა.

ღონისძიებაზე გიორგი ალიბეგაშვილი სიტყვით გამოვიდა და ორ ქვეყანას შორის  არსებულ მეგობრულ ურთოერთობებზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ დღეიდან თბილისში  სლოვაკეთის დედაქალაქის  სახელობის სკვერი იქნება, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს'',-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებთან და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად ბრატისლავის სახელობის სკვერში ხე დარგო. 

ღონისძიებას დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი ესწრებოდნენ.