მთავრობას მოვუწოდეთ, რომ კორცხელის ინციდენტი ბოლომდე გამოიძიონ

მთავრობას მოვუწოდეთ, რომ კორცხელის ინციდენტი ბოლომდე გამოიძიონ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, კორცხელის ინციდენტის შემდეგ, აუცილებელია, მხარეებს შორის დიალოგი, რათა ქცევის წესები და ნორმები ჩამოყალიბდეს.

ელჩის განცხადებით, ადრეც თქვა და იმეორებს, რომ რაც მოხდა კორცხელში, აბსოლუტურად მიუღებელია.

"ეს არის პოლიტიკური ძალადობა, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის, მისი განვითარებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, მიუღებელია, განსაკუთრებით, საარჩევნო წელს. ასეთი ინციდენტები სამართლიან საარჩევნო გარემოს ზიანს აყენებს. ჩვენ გვაქვს საუბარი და ურთიერთობა მთავრობასთან. წავახალისეთ და მოვუწოდეთ, რომ ინციდენტი ბოლომდე გამოიძიონ სწორედ იმისთვის, რომ პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონდეს. აუცილებელია, დიალოგი მხარეეებს, პოლიტიკურ პარტიებს შორის სწორედ ახლა, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ქცევის წესები და ნორმები", - განაცხადა ელჩმა.