სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დაცვის მხარის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით არსებული საექსპერტო დასკვნის საქმიდან ამოღება. სამხარაულის ბიუროს მიერ შედგენილ ამ დასკვნაში შეფასებულია ტელეკომპანიაში ქიბარ ხალვაშის წილების ღირებულება.
როგორც ”რუსთავი 2”-ში განმარტავენ, ვინაიდან კანონმდებლობა კრძალავს სასამართლო სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემას, ”რუსთავი 2” მაყურებელს დღევანდელ პროცესს მთელი დღის განმავლობაში მცირედი დაგვიანებით და რამდენიმე ნაწილად შესთავაზებს.