საუდის არაბეთმა ჰაჯის შესრულებასთან დაკავშირებით ირანის ბრალდებებს უპასუხა

საუდის არაბეთმა ჰაჯის შესრულებასთან დაკავშირებით ირანის ბრალდებებს უპასუხა

საუდის არაბეთმა ჰაჯის შესრულებასთან დაკავშირებით ირანის ხელისუფლების მიერ წამოყენებულ ბრალდებებს უპასუხა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანი განსაკუთრებულ პრივილეგიებს მოითხოვდა, მათ შორის, მექაში დემონსტრაციის ჩატარების უფლება იყო. 

გუშინ ოფიციალურმა თეირანმა განაცხადა, რომ ერ-რიადი ირანელი მომლოცველებისთვის ჰაჯიში მონაწილეობაში ხელის შეშლის მიზნით მთელ რიგ წინააღმდეგობებს აწესებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანსა და ერ-რიადს შორის შექმნილი რთული ვითარების გამო ირანელი პილიგრიმები, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს წმინდა ადგილებს ვერ მოილოცავენ. 

თეირანსა და ერ-რიადს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირი სიკვდილით დასაჯეს.