პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ თუკი პოლიტიკური ნება იქნება, ე.წ. გერმანული მოდელის მისაღებად საჭირო ხმების მოგროვება შესაძლებელი იქნება.
როგორც დუმბაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ის ამ პროექტს პირადად მხარს უჭერს.
მურმან დუმბაძის თქმით, პროექტისადმი მისი მხარდაჭერის მიზეზი ასევე არის ის, რომ 2012 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნება“ მოსახლეობას დაპირდა, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლიდა.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა ოპოზიცია კანონპროექტის მისაღებად საჭირო ხმების შეგროვებას, დუმბაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი ”რესპუბლიკელი” ვახტანგ ხმალაძის ინიცირებულია, „რესპუბლიკელები“ კი ოპოზიცია არ არიან და ოპოზიცია არის თავად.
„თუ იქნება პოლიტიკური ნება, მე ვფიქრობ, მინიმუმ 75 ხმის მოგროვება შესაძლებელი იქნება. ვურჩევ ხელისუფლებას, განსაკუთრებით იმ ხელისუფლებას, რომელიც მართავს სახელმწიფოს, რომ მაქსიმალურად შეეცადოს, ისეთი საარჩევნო წესი დაამკვიდროს, რომ ამომრჩეველს ხმების პროპორციული განაწილება შეეძლოს“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.