სირიის უმაღლესი მოლაპარაკებების კომიტეტის ხელმძღვანელი გადადგა

სირიის უმაღლესი მოლაპარაკებების კომიტეტის ხელმძღვანელი გადადგა

სირიის ოპოზიციის მთავარი მომლაპარაკებელი, მუჰამედ ალუში გადადგა. მან გადაწყვეტილების მიზეზად სირიის კონფლიქტზე სამშვიდობო მოლაპარაკებების წარუმატებლობა დაასახელა. 
„ბიბისის“ ცნობით, ალუშმა განაცხადა, რომ მან მუშაობის შედეგად სასურველ მიზანს ვერ მიაღწია და პოლიტიკური გამოსავლის პოვნა ვერ მოხერხდა.

„მოლაპარაკებების სამი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა მთავრობის სიჯიუტის გამო, ასევე ისინი აგრძელებენ დაბომბვას და სირიელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიას“, - განაცხადა ალუშმა.

ალუში უმაღლესი მოლაპარაკებების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. აღნიშნული კომიტეტი სირიის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით გაერო-ს შუამავლობით დაწყებულ მოლაპარაკებებში ოპოზიციის მხარეს წარმოადგენდა. თუმცა, გასულ თვეს კომიტეტმა მოლაპარაკებებში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი თქვა.