საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ეჭვობს, რომ საარჩევნო სისტემის ე. წ. გერმანული მოდელის მიღებისთვის საჭირო ხმების შეგროვება გაჭირდება.
როგორც ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირადად ის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.
„კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის ძალიან კარგი, ადეკვატური საქართველოს ვითარებისა. ახლა სხვა ცვლილებების დრო არ არის. არჩევნები ოქტომბერშია დანიშნული და ის მოდელი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის თანასწორობას. მოკლედ, კარგია და ამას ცვლილება არ სჭირდება. დღევანდელი მოდელი უზრუნველყოფს იმ მაჟორიტარების გასვლას პარლამენტში, რომელსაც ხალხი აირჩევს. მე მგონია, რომ ამ მოდელს არავითარი გამოსავალი არ სჭირდება. გამოსავალი ნაპოვნია და ის ძალიან კარგია“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.