სირიის საზღვართან ახლოს აფეთქების შედეგად ხუთი პოლიციელი დაშავდა

სირიის საზღვართან ახლოს აფეთქების შედეგად ხუთი პოლიციელი დაშავდა

თურქეთის ქალაქ კულპში, სირიის საზღვართან ახლოს აფეთქების შედეგად ხუთი პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. 
წინასწარი ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის შენობასთან ახლოს მდგარ ავტომობილში გააქტიურდა, სავარაუდოდ, იგი დისტანციურად გაააქტიურეს. 

აფეთქების შემდეგ იყო სროლის ხმაც, ადგილობრივების თქმით, დააკავეს ერთ-ერთი თავდამსხმელი, კიდევ ორი კი ძებნაში იმყოფება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.