“ისლამური სახელმწიფო” თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქებთან - აზაზსა და მარეასთან ”სასტიკ ბრძოლას” აწარმოებს

“ისლამური სახელმწიფო” თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქებთან - აზაზსა და მარეასთან ”სასტიკ ბრძოლას” აწარმოებს

სირიის ადამიანის უფლებების ოპოზიციური სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქებთან - აზაზსა და მარეასთან ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” სასტიკ ბრძოლას აწარმოებს. 
როგორც euroline.ge წერს, გაეროს მონაცემებით, აღნიშნულ რეგიონში 165 000 მიგრანტი ცხოვრობს.
”მარეადან და მისი შემოგარენიდან 6000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გაიქცა, ძირითადად ქალები და ბავშვები”, - წერს სააგენტო. 
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, HumanRightsWatch-ისა და მიგრანტების კუთხით გაეროს უმაღლესი კომისარიატის ცნობით, აზაზის რეგიონში საშუალოდ 165 000 მიგრანტი იმყოფება, რომლებმაც საკუთარი სახლები ჯიჰადისტების შეტევების გამო დატოვეს.