ხვალ, 30 მაისს 11:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და ღვინის კომპანია „სესიაშვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის - ,,სიკეთე" გაყიდული თოთო ბოთლიდან 50 თეთრი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში დაესწრებიან.
ღონისძიება გაიმართება ღვინის ეროოვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში (მის: მარშალ გელოვანის გამზ 6ა)
საკონტაქტო პირი - ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19