უშიშროების საბჭოს სხდომას გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება

უშიშროების საბჭოს სხდომას გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. 

აღნიშნულის შესახებ "პირWელს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს, 15:00 საათზე, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა. ესენია: მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი საბჭოს მუდმივი წევრები არიან. 

ცნობისთვის, ეროვნული უშიშროები საბჭოს მუდმივი წევრები პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვახტან კაპანაძე და პრეზიდენტი არიან. 

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეული იყვნენ პირები, რომლებიც არ არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები.