ირანელი მომლოცველები ჰაჯიში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

ირანელი მომლოცველები ჰაჯიში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

ირანელი მომლოცველები მიმდინარე წელს ჰაჯიში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ირანულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის კულტურის მინისტრის, ალი ჯანატის განმარტებით, საუდის არაბეთი მექაში ჩასვლის მსურველი ირანელებისთვის მთელ რიგ წინაღობებს ქმნის. 

„ჩვენ დღევანდელ დღემდე საუდის არაბეთის ოფიციალური პირებისგან პასუხს ველოდით, თუმცა მოლაპარაკებათა ორი რაუნდის განმავლობაში მათი ქცევით თუ ვიმსჯელებთ, ირანელები ამ წელს წმინდა ადგილებს ვერ მოილოცავენ“, -აღნიშნული განცხადება ირანის კულტირის მინისტრმა ალი ჯანატიმ გააკეთა. 

ირანის ხელისუფლება დაწესებული შეზღუდვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს. 

საუდის არაბეთმა და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ გააუქმა, რაც იანვარში საუდის არაბეთში შიიტი ღვთისმეტყველი ნიმრ ან-ნიმრი სიკვდილით დასაჯეს. 

გასულ წელს მექაში ჰაჯის დროს წარმოშობილ ჭყლეტვას 2426 ადამიანი, მათ შორის 464 ირანის მოქალაქე ემსხვერპლა. ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰომეინიმ მომხდარში საუდის არაბეთი დაადანაშაულა.