საქართველოს ნატო-ს რეაგირების ძალებში სერტიფიცირებული ასეული დასავლეთის მხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია

საქართველოს ნატო-ს რეაგირების ძალებში სერტიფიცირებული ასეული დასავლეთის მხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია

დიპლომატიის კავკასიური აკადემიის დამფუძნებლის, გიორგი ტუმასიანის შეფასებით, სამმხრივი ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2016“ არის დასავლეთის მხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია.

„იმ პირობებშიც კი, როდესაც საქართველო ჯერ არ არის ნატო-ს წევრი, ჩვენს ქვეყანას უკვე ჰყავს ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული ასეული. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატოსთან სრულად თავსებადი გახდა და მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, მას ნატოს სწრაფი რეაგირების დანიშნულებით გამოიყენებენ“, - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.

მისივე თქმით, ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე, ხოლო მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - საფრანგეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღება იქნება.

დიპლომატიის კავკასიური აკადემიის სამხედრო ექსპერტის და „ღირსებული პარტნიორი 2016“ უშუალო მონაწილის, არმენ არაქელიანის თქმით, „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში მეორედ ჩატარდა და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილე ქართული მსუბუქი ქვეითი ასეულის ნატოსთან შემადგენლობაში მყოფ შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავდა მიზნად.

„აღსანიშნავია, რომ მსგავსი ერთობლივი სწავლებები დადებით როლს თამაშობს წარმატების მოპოვებაში, ჯარი მოქმედებს ერთი ორგანულო ქვედანაყოფივით. ნატოს მხრიდან ჩვენ ვხედავთ დადებით დინამიკას და ეს არის დიდი ნდობის გამოხატულება“, - განაცხადა დიპლომატიის კავკასიური აკადემიის სამხედრო ექსპერტმა, არმენ არაქელიანმა.