გორის რაიონის სოფლები დაისეტყვა

გორის რაიონის სოფლები დაისეტყვა

ბოლო ორი დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლები მეორედ დაისეტყვა. ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე ახალუბანში, მეჯვრისხევსა და ახრისში სეტყვამ ბოსტნეული და ნათესები გაანადგურა.
ზარალის ოდენობა დაზუსტებული არ არის, მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.