დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ებნისი, სადაც სეტყვამ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჯარიაშვილი.
მისი განცხადებით, ზარალი ჯერჯერობით არ დაუთვლიათ. მისივე ინფორმაციით, ზარალის დათვლას ხვალიდან დაიწყებენ.
როგორც ზურაბ ჯარიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ზარალს დაითვლის და მოსახლეობას დაეხმარება.
აღნიშნულ ინფორმაციას ”რუსთავი 2” ავრცელებს.