მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მას "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება ხმამაღლა არასდროს შეუქია.
გადაცემა "ქრონიკის სტუდიაში" სტუმრობისას მან ჟურნლიასტის კითხვაზე, თუ სად იყო მაშინ, როდესაც ლევან მურუსიძე იმ გადაწყვეტილებას იღებდა, რომლისთვისაც ის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ანტიგმირია, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ მას, შესაძლოა ხმამაღალი განცადებები არ გაეკეთებინა, მაგრამ ვერავინ გაიხსენებს, რომ ხმამაღლა შეექოს ის მთავრობა.
"ის ცხრა წელიწადი, რომელიც ყველას აღელვებს, მე ვიყავი ხალხის სამსახურში და ვაერთიანებდი ხალხს და რაც სახელმწიფოს უნდა ეკეთებინა, იმას ვაკეთებდი. მე ვაკეთებდი სახელმწიფოს საქმეს ჩუმად და ყველა კარგად ხედავდა ამას. ის ცხრა წელიწადი მე არასდროს არ მითქვამს ვაშა ამ მთავრობას. ასეთი რამე არ ყოფილა განსხვავებით მათგან, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში და რომლებიც ამბობდნენ ვაშას. მარტო ამბობდა კი არა, ზოგირთი საკმადო ძლიერადაც აფინანსებდა იმ სისხლიან ცხრა წელიწადს",-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მან აღნიშნა, რონ პოლიტიკაში ახლა სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ ქვეყანში გაუსაძლისი მდგომარეობაა.
"არაფერი ხდება გარდა იმისა, რომ ყველაფერი წინა მთავრობას გადააბრალონ",-განაცხადა ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ ის ამით წინა მთავრობას არ იცავს.