მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მას დღეს ქართულ პოლიტიკაში კონკურენტი არ ჰყავს.
გადაცემა "ქრონიკის სტუდიის" პირდაპირ ეთერში მან განაცხადა, რომ მისი მოძრაობა არჩევნებში გაიმარჯვებს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
"ჩვენ გავიმარჯვებთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ჩვენმა კონკურენტებმაც ეს კარგად იციან,
ამიტომაც ცდილობენ, რომ რამენაირად, შავი პიარით მოახდინონ ჩვენი დამცირება, მაგრამ ეს არ იმოქმედებს ხალხზე რადგან ხალხს უნდა ნორმალური ცხოვრება",- განაცხადა ბურჭულაძემ.