პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, შეფასება თითქოს, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა" "ნაცმოძრაობის" პროექტია, რთული შესაფასებელია, თუმცა მისი აზრით, კითხვის ნიშნები მაინც რჩება.
მისი თქმით, პოლიტიკა შესაძლოა ვინმესთან პარტნიორობით დაიწყო, მაგრამ მთავარია, მერე როგორ გააგრძელებ მოქმედებას.
"პროექტის იარლიყი ძალიან ძველი იარლიყია. მასე შევარდნაძეს უწოდებდნენ და იყო კიდეც ელცინის პროექტი, მაგრამ ყველაზე უფრო ძნელადმოსანელებელი ბაქო-ჯეიჰანის პროექტი შევარდნაძემ გაააკეთა. ასე რომ, პოლიტიკა შეიძლება ვიღაცათან პარტნიორობით დაიწყო, მაგრამ, მთავარია, მერე როგორ გააგრძელებ. ამდენად მიჭირს, მაგრამ კითხვის ნიშნები რჩევა. სადაც საკრიტიკებელია უშუალოდ "ნაციოანალური მოძრაობა" იქ რატომღაც კრიტიკა არ ისმის და ძალიან ცხარე კრიტიკაა "ქართულ ოცნებეზე",- აღნიშნა საყვარელიძემ "პირWელთან" საუბრისას.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ დღეს მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ყრილობა გამართა, სადაც "ქართული ოცნება" საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა. პაატა ბურჭულაძემ "ქართული ოცნება" სანდრო გირგვლიანის სახელის გამოყენებით, პოლიტიკაში მოსვლაში დაადანაშაულა, თუმცა მას გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, მაშინდელი ხელისუფლების - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ გაუკრიტიკებია. სწორედ აღნიშნული საკითხი გახდა საპარლამენტო უმრავლესობის უკმაყოფილების მიზეზი. უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ, პაატა ბურჭულაძის განცხადებას ცინიზმი უწოდა, თავად ბურჭულაძეს კი "ნაციონალების" პროექტი.