"ვენეციის კომისიამ დადასტურა, რომ პოზიციტიურია მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც მივიღეთ"

საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ.

უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ შენიშვნებთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება, როგორც უმრავლესობის შიგნით, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

მმართველ გუნდს ჯერ არ აქვს მირებული გადაწყვეტილება, გაითვალისწინებენ თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და რა ნაბიჯებს გადადგამენ, თუ პრეზდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

"ეს არ არის დასკვნა, ეს არის მოსაზრებები. მისასალმებელია, რომ მხარდაჭერილია მთელი რიგი თემები, რომელიც კრიტიკული შემოტევების თემები იყო პარლამენტში მუშაობისას. ვენეციის კომისიამ დადასტურა, რომ პოზიციტიურია მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც მივიღეთ. თუმცა, არის რაღაც საკითხები, რომელზეც მუშაობა გაგრძელდება. არის კიდევ ვადა საბოლოო დასკვნის გამოყენებამდე. ნორმალური პროცესი მიდის, თუმცა ეს თემაც სპეკულაციების თემად იქცევა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც პრეზიდენტის რეზიდენციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ვენეციის კომისია გარკვეულ საკითხებზე იზიარებს გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებებს. მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიანი ვადის დაცვა, რომელზეც ვენეციის კომისიას მკვეთრი შენიშვნა აქვს და ითხოვს, ამოღებული იყოს საკანონმდებლო ცვლილებებიდან.