სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ელჩებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ელჩებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, პარნტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სუს-დან აცნობეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ დიპლომატიურ კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადგილზე არსებული ვითარება და ოკუპაციის შედეგები გააცნო. დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის რაიონის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.