მოძრაობის სახელწოდებიდანაც ნათლად ჩანს, თუ რას ვთავაზობთ მოსახლეობას, - ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ყრილობის დაწყებამდე მოძრაობის წევრმა, სპორტულმა ჟურნალისტმა ლაშა დვალიშვილმა განაცხადა.
როგორც ლაშა დვალიშვილმა აღნიშნა, დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე.
„ეს მოძრაობა მოდის ძალიან ძლიერი, კარგად დაკომპლექტებული გუნდით და ამ გუნდის ამოცანა იქნება იდგეს მოსახლეობისა და ხალხის სამსახურში“, - განაცხადა ლაშა დვალიშვილმა.