სვანეთში აქციის 8 მონაწილე დააკავეს

სვანეთში აქციის 8 მონაწილე დააკავეს

სამართალდამცველებმა სვანეთში აქციის 8 მონაწილე დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტიდან” აცნობეს, სოფელ ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობა ჭუბერის ხეობაში მშენებარე ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ აქციას მართავდა. 

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტი, პროტესტის მონაწილე რამდენიმე პირის დაკავებით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.