გაი ვერჰოფშტატი -

გაი ვერჰოფშტატი -"კაბელების საქმეზე" გამოტანილი განაჩენი სერიოზულ კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების სისტემის მიუკერძოებლობაზე

ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილი განაჩენი სერიოზულ კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების სისტემის სამართლიანობასა და მიუკერძოებლობაზე, - ამის შესახებ ალდეს ჯგუფის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გაი ვერჰოფშტატმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი მოუწოდებენ საქართველოს, გააგრძელოს მუშაობა მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაზე, მისი პოლიტიკური გავლენისგან დასაცავად.

”საქართველოში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ე.წ. კაბელების საქმეზე სერიოზულ კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების სისტემის სამართლიანობასა და მიუკერძოებლობაზე. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის "სერთაშორისო გამჭვირვალობამ" და "ჰუმანს რაითს ვოჩმა", აღნიშნეს საფუძვლიანი მტკიცებულებების ნაკლოვანების შესახებ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც ახლა უკვე დაპატიმრებულები არიან. 
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს მუშაობა მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაზე, მისი პოლიტიკური გავლენისგან დასაცავად”, - განაცხადა გაი ვერჰოფშტატმა.

გაი ვერჰოფშტატის განცხადებას ”თავისუფალი დემოკრატები” ავრცელებს.