ირაკლი შოთაძე – გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია

ირაკლი შოთაძე – გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ”იმედის” გადაცემა ”პოლიტიკაში” განაცხადა. 
როგორც მთავარმა პროკურორმა განმარტა, ამ საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ”დადგენილია კონკრეტულად ამ მკვლელობის ჩამდენი პიროვნება. უახლოეს დღეებში მივიღებთ ამ საქმეზე სამართლებრივ გადაწყვეტილებას და საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ”, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. მთავარმა პროკურმა მოკლულის ოჯახს მიუსამძიმრა. 
საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.