წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

21 მაისს, 14:00 საათზე,  საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და  ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში წერილის წერის 2016 წლის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების  დაჯილდოება გაიმართება.

„მიწერე  წერილი  საკუთარ თავს  45 წლის ასაკში“ - ამ სათაურით  წერილის წერის საერთაშორისო  კონკურსისთვის საქართველოში წერილი 500-მდე  მოსწავლემ  დაწერა. მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის კონკურსში 52-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. საქართველოდან ყველაზე ორიგინალური წერილის ავტორად 15 წლის მიხეილ დალალიშვილი დასახელდა.

საქართველოში გამარჯვებული წერილი მსოფლიოს საფოსტო კავშირის ოფისში ქალაქ ბერნში გაიგზავნება და საერთაშორისო კონკურსის ნომინანტი გახდება.   

„საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოტო კავშირის ორგანიზებით წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს უკვე მესამედ ატარებს.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობაში წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია,  ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების  პირობებში  წერილობითი ურთიერთობების ტრადიციული ფორმის შენარჩუნება.