20 მაისი დიდგორობაა. ყოველწლიურად, ამ დღეს ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციულად დოღს აწყობს. საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს თბილისის მერი დავით ნარმანია, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ჩატარდა - სოფელი დიდგორის ველზე გაიმართა კონცერტი, რომელშიც სოფელი დიღმის N210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ამავე დღეს, ტრადიციულად იმართება შეჯიბრი ქართული სტილით ჭიდაობაში და დოღი, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა მოჯირითეებმა მიიღეს.
„დღეს დიდგორობაა და ჩვენ უკვე მეორე წელია გვერდში ვუდგავართ ადგილობრივ მოსახლეობას იმისათვის, რომ ეს სახალხო დღესასწაული უფრო მასშტაბურად და ყველა ტრადიციის დაცვით ჩატარდეს,“ - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.
ორივე ტურნირის გამარჯვებულები საბურთალოს რაიონის გამგეობამ მედლებით, სიგელებითა და თასებით დაა