2016 წლის ივნისიდან, ირანული ავიაკომპანია „TABAN Airlines” იწყებს ჩარტერული ფრენების განხორციელებას ირანსა და საქართველოს შორის შემდეგი მიმართულებებითა და სიხშირეებით:
ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანი - კვირაში 2 სიხშირით;
თეირანი-თბილისი-თეირანი - კვირაში 2 სიხშირით;
მაშადი-თბილისი-თაბრიზი - კვირაში 1 სიხშირე;
თეირანი-ბათუმი-თეირანი - კვირაში 1 სიხშირით;
თაბრიზი-ბათუმი-მაშადი - კვირაში 1 სიხშირე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მიენიჭა ფრენების შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა.
ავიაკომპანია „TABAN Airlines“-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა დადებითად აისახება ტურისტული ნაკადებისა და მგზავრების რაოდენობის ზრდაზე, ვინაიდან აღნიშნული ფრენები ძირითადად ქვეყნის მიმართულებით ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.