თუ თანხის გაფლანგვა მოხდა მაშინ მე და მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაგვაკავონ

თუ თანხის გაფლანგვა მოხდა მაშინ მე და მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაგვაკავონ

თუ ამტკიცებენ, რომ სადმე მოხდა თანხის გაფლანგვა მაშინ მე და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაგვაკავონ, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს ე.წ. კაბელების საქმის შეფასებისას განუცხადა.

„თუკი სადმე გაფლანგულია თანხა, რომელიც სინამდვილეში გაფლანგული არ არის, მას აქვს საბანკო გარანტია და შეიძლება დაიბრუნოს ეს თანხა სახელმწიფომ ნებისმიერ დროს, როცა მოუნდება. მაგრამ თუკი ამტკიცებენ, რომ სადმე გაფლანგვა მოხდა, ეს არ არის ამ ბიჭების ბრალი, ეს არის პრემიერ ღარიბაშვილის და ჩემი ბრალი. ჩვენ უნდა დაგვაკავონ მაშინ. მე ვითხოვდი, რომ დავეკითხე პროკურატურას, თუმცა არც მე და არც, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილი არ დაუკითხივართ, რადგან ასე აწყობდა პოლიტიკურად მართულ პროკურატურას“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე ზვიად ჯანყარაშვილისა და ”დელტაკომის” კავშირზე ისაუბრა. ალასანიას თქმით, ჯანყარაშვილი შს სამინისტროში ”დელტაკომის” კურატორი იყო. ირაკლი ალასანიას მტკიცებით, ნაციონალების მიერ მართული ”დელტაკომი” ზვიად ჯანყარაშვილმა გადაიბარა და ამ კომპანიის მიმართ თავისი ინტერესი ჰქონდა.