უკრაინაში დაჯგუფება „ალ-ქაიდასთან“ კავშირებისთვის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული პირი დააკავეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, კიევში დაკავებულია უცხოელი, რომელიც აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა.
„უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევში დააკავა უცხოელი, რომელსაც „ალ-ქაიდას“ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობასთან აქვს კავშირი. აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმალებოდა და საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული“, - ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაკავებული უცხოელი სავარაუდოდ თურქეთის მოქალაქეა და უკრაინიდან სხვა ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავდა.
კიევის სასამართლომ დაკავებულ უცხოელს 40 დღით პატიმრობა შეუფარდა.