ველოდებით, რომ ევროკავშირის მისია მოგვაწვდის ინფორმაციას ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ფაქტის შესახებ

ველოდებით, რომ ევროკავშირის მისია მოგვაწვდის ინფორმაციას ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ფაქტის შესახებ

ველოდებით, რომ ევროკავშირის მისია მოგვაწვდის ინფორმაციას ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ფაქტის შესახებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ხურჩაში გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე კომენტირებისას განუცხადა.

”ინფორმირებული ვარ იმის შესახებ, რაც მოხდა. მოგეხსენებათ, ადმინისტრაციულ საზღვარზე რეგულარულად პატრულირებს ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM). მე მქონდა კონტაქტი მისიის ხელმძღვანელთან და ველოდებით, რომ მისია მოგვაწვდის ინფორმაციას მომხდარის შესახებ”,- განაცხადა ჰერმანმა.

ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორია ზუგდიდში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ცხედარს წუხელ გვიან ღამემდე ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდებოდა.

ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.