პროექტ“Check In Georgia”-ს ფარგლებში თურქეთში პრეზენტაცია მოეწყო

პროექტ“Check In Georgia”-ს ფარგლებში თურქეთში პრეზენტაცია მოეწყო

სტამბოლში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი, გიორგი აფციაური თურქეთის წამყვან ტუროპერატორებს შეხვდნენ და მათ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი “Check In Georgia” გააცნეს.

შეხვედრის მიზანი თურქული ტურისტული ბაზრისთვის საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ ფორმით საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციაა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, შემუშავებულია სპეციალური საპარტნიორო პაკეტები, რომლითაც აქტიურად დაინტერესდა ბიზნესსექტორი. პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში, დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებაზე, კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოჩინდნენ, როგორც “Check In Georgia”-ს პარტნიორები და მომხმარებელს შესთავაზონ საინტერესო მარკეტინგული ინიციატივები.

თურქეთში შეხვედრა კომპანია „ატლასგლობალ საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება, რომელიც მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტს “Check In Georgia”-ს ერთ-ერთი პირველი შეუერთდა.