უილიამ ლაჰიუ ”კაბელების საქმეზე” - შეკითხვები გვაქვს არა პროკურატურის, არამედ კანონის მიმართ

უილიამ ლაჰიუ ”კაბელების საქმეზე” - შეკითხვები გვაქვს არა პროკურატურის, არამედ კანონის მიმართ

შეკითხვები გვაქვს არა პროკურატურის, არამედ კანონის მიმართ. ასეთი განცხადება ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, უილიამ ლაჰიუმ მთავარ პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

უილიამ ლაჰიუ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და საქმის პროკურორებს შეხვდა, სადაც მათ ე.წ. კაბელების საქმის დეტალები გააცნეს.

„ჩვენი შეკითხვები, ძირითადად, ეხება არა პროკურატურის ქმედებებს, არამედ კანონს, როგორც ასეთს, რომელიც პროკურატურის საქმე არ არის, არამედ პარლამენტის საქმეა. საკითხავია, როგორ ხდება კანონის ინტერპრეტაცია და მისი გამოყენება სისტემაში, რომელიც უნდა იყოს მიმართული შესყიდვების პროცესის უზრუნველყოფისკენ. ამიტომ, სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს შეუძლიათ მსგავსი შემთხვევების პრევენცია“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

მან კმაყოფილება გამოთქვა, რომ პროკურატურისგან ე.წ. კაბელების საქმზე დეტალური განმარტება მიიღო.