გერმანია და საფრანგეთი ალიანსის სამიტამდე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოდიან

გერმანია და საფრანგეთი ალიანსის სამიტამდე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოდიან

გერმანია და საფრანგეთი ალიანსის სამიტამდე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ euroline.ge წერს. 
”აუცილებელია განემარტოს რუსეთს, თუ რა გადაწყვეტილებების მიღება აქვს დაგეგმილი ალიანსს ვარშავის სამიტზე,” - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა.
ალიანსის სამიტამდე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩატარებას მხარს უჭერს საფრანგეთიც. ამავე დროს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ”ნატოს და რუსეთს ერთმანეთი სჭირდება“.